2010 წელი
გაკვეთილის
თემა: აკაკი გელოვანის „ ციყვის სტუმრები“
სწავლების
საფეხური: დაწყებითი საფეხური მე-2 კლასი
ინტეგრირებული
საგნები: ქართული, მათემატიკა
მონაწილეები: მოსწავლეთა რაოდენობა: 6
განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი: 0
გაკვეთილის
სასწავლო მიზნები
(საგნების
მიხედვით):
ქართული ენა - ჯგუფური
მუშაობის დანერგვით ილუსტრაციიდან შესაძლო შინაარსის გადმოცემა, კითხვა, მსჯელობა,
საკუთარი აზრის გამოთქმა, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
მათემატიკა - რაოდენობის გაორმაგება-განახევრება, ილუსტრაციაში
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, (შესწავლილი მასალის გამეორება).
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
ქართ.
4. მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ:
II.4.2. ცდილობს განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის
მიხედვით.
II.4.6. ილუსტრაციის მიხედვით ამოიცნობს ტექსტის შესაძლო შინაარსს
ქართ.
6. მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის ენობრივ - გრამატიკულ ნიშნებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ :
II.6.1. ხმამაღლა კითხვისას სწორად განსაზღვრავს
წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.
მათ.II.3.
მოსწავლე ასრულებს განახევრება - გაორმაგების მოქმედებებს და აკავშირებს მათ შეკრება
- გამოკლებასთან.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ:
II.3.3. დაადგენს არის თუ არა მოცემული რაოდენობა
მითითებული რაოდენობის ნახევარი\ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში
თანმიმდევრობა
(აქტივობა
და დრო)
აქტივობა 1.(3წთ.)
გაკვეთილი ჩავატარე კომპიუტერულ
კლას-კაბინეტში. მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად, პროექტორით გავაშუქე ციყვის სურათი
და ვკითხე:
ა)
რომელი ცხოველია გამოსახული სურათზე? - ციყვი
ბ)
სად ცხოვრობს ციყვი? - ტყეში
გ)
სად ბინადრობს? - ხის ფუღუროში
აქტივობა
2. (8 წთ.)
პროექტორით ვაჩვენე დასამუშავებელი
ტექსტის ილუსტრაცია.
დავავალე
ჯგუფებს:
ა) ილუსტრაციას სათაურის შერჩევა;
ბ) ზეპირი თხზულების შედგენა.
ჯგუფებმა
წარმოადგინეს ზეპირი თხზულების შემდეგი ვერსიები.
I ჯგუფი
"ციყვი და თავისი შვილები"
ციყვმა შვილებს სუფთად და ლამაზად ჩააცვა. აჭამა და უთხრა: არ იცელქოთ, ჭკვიანად ითამაშეთო. შვილებმა დაუჯერეს. ბიჭი თამაშობს თვითმგორავით, გოგონები დედას ეხმარებიან თხილის გარჩევაში. დედაც მხიარული სახით უყვება ზღაპარს.ფანჯრიდან ყვავი იჭყიტება, ალბათ მათთან ყოფნა უნდა.
II ჯგუფი
"ციყვის საახალწლო საქმიანობა"
ციყვმა კარი ჩაკეტა. შეგროვილი თხილით სავსე კალათები გამოიტანა და შვილებს სთხოვა: მომეხმარეთ, გავარჩიოთ საახალწლო გოზინაყისთვისო. ბავშვებს გაუხარდათ. ბიჭმა სიხარულით თამაში დაიწყო. გოგონებმა კი დედას სთხოვეს, გვითხარი რას მოგვიმზადებ საახალწლოდო. დედა ტკბილეულსა და სოკოს შეჰპირდა.
აქტივობა
3. (5 წთ.)
ტექსტი წავიკითხე პაუზებით. ყოველი პაუზის შემდეგ ბავშვებმა წარმოადგინეს ტექსტის გაგრძელების საკუთარი ვარიანტი.
შემდეგ პროექტორით გავაშუქე სრული ტექსტი, წავაკითხე მოსწავლეებს. ავხსენით ახალი სიტყვები
კონტექსტის მიხედვით:
ა) ურდული - რკინის ან ხის კეტი, რომელსაც იყენებენ კარის შიგნიდან დასაკეტად (ვუჩვენებ ილუსტრაციაზე);
ბ) ჭუჭრუტანა - პატარა ხვრელი, ღია ადგილი კედელში ან კარში, საიდანაც გარეთ/შიგნით ყველაფერი მოჩანს;
გ) წაიდუდუნა - ჩუმი ხმით, ხმადაბლა გაურკვევლად თქვა.
აქტივობა
4. (7წთ.)
გავაშუქე ილუსტრაცია, ჯგუფებს დავურიგე თაბახის ფურცლები და დავავალე იმ გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური მოქმედებების ნიშნები ამოცნობა და დახატვა, რომელსაც ხედავდნენ ნახატზე და ვთხოვე, მიეთითებინათ, რომელ
საგანს ამსგავსებენ.
I ჯგუფი II ჯგუფი
ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნულ დავალებას
შეასრულებდა კომპიუტერში. პრეზენტაცია გააკეთა ჯგუფის ერთმა წევრმა სურვილის მიხედვით. მოსწავლის
მიერ კომპიუტერში შესრულებული დავალება პროექტორით გავაშუქე და ავუსხსენი, რომ ის სამუშაო, რაც ჯგუფებმა ფურცლებზე შეასრულეთ, შეიძლება კომპიუტერშიც
შესრულდეს, ამასთანავე კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთსაც გაუგზავნოთ თქვენი საინტერესო ნახატები.
აქტივობა
5.(2წთ.)
მოსწავლეთა ყურადღება მივმართე ილუსტრაციაზე. დავავალე, დაესახელებინათ ილუსტრაციაში მოცემული
რაოდენობები.
პროექტორით გავაშუქე მხოლოდ კალათები და ვკითხე:
როგორ ფიქრობთ სამივე კალათში ერთნაირი რაოდენობების
თხილია? (გამოიკვეთა რომ კალათებში თხილის რაოდენობა სხვადასხვაა.)
გავაშუქე სოკოებიც და დავავალე სოკოსა და თხილის რაოდენობების შედარება. (გამოიკვეთა,
რომ თხილის რაოდენობა ბევრად არემატება სოკოს რაოდენობას.)
აქტივობა 6. (8წთ.)
პროექტორით გავაშუქე სოკოების
რაოდენობა.
ჯგუფებს დავურიგე ბარათები დავალებით:
I ჯგუფი:
დააკვირდით მოკლე თოკზე სოკოების რაოდენობას,
დაითვალეთ, ჯერ გაანახევრეთ, შემდეგ კი გააორმაგეთ. ჩაწერეთ შესაბამისი ტოლობები.
II ჯგუფი:
დააკვირდით გრძელ თოკზე სოკოების რაოდენობას,
დაითვალეთ, ჯერ გაანახევრეთ, შემდეგ კი გააორმაგეთ. ჩაწერეთ შესაბამისი ტოლობები.
თითოეული ჯგუფიდან ერთმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია.
საშინაო დავალება (2წთ.)
მოიძიეთ მასალა ციყვზე:
წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტში, უფროსების გადმოცემით და ჩაწერეთ რაც თქვენთვის
საინტერესოა, სურვილის მიხედვით გააფორმეთ ციყვის ნახატით.
შეფასება
(2წთ.)
სასწავლო შედეგი შევამოწმე ჯგუფურ
მუშაობაზე დაკვირვებით. შეფასებისას გამოვიყენე ინდივიდუალური და ჯგუფური განმავითარებელი
კომენტარები.
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, სკანერი.
მე - 2 კლასის სახელმძღვანელო (ქართული -2 მაღლაკელიძე, ყურაშვილი) http://www.diaspora.gov.ge/files/2.%20safexuri%20-%20SAKVIRAO_MTLIANI_BOLO.pdf
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები
და რესურსები.
ინტერვიუ მოსწავლესთან
(2წთ.)
მასწავლებელი: როგორი იყო დღევანდელი გაკვეთილი?
მოსწავლე: გაკვეთილი იყო საინტერესო. თურმე კომპიუტერითაც შეიძლება ხატვა. გარდა ამისა, გაკვეთილი სახალისოც იყო, რადგან ილუსტრაციები გამოვიდა დიდი, ლამაზი და თვალსაჩინო. უფრო ადვილად ვარჩევდით რაოდენობებს.
მასწავლებელი: რა სურვილი გაგიჩნდათ?
მოსწავლე: მსურს, ხშირად გვქონდეს ილუსტრირებული გაკვეთილები.