воскресенье, 22 июня 2014 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი ა.გელოვანის "ციყვის სტუმრები"

2010 წელი

გაკვეთილის თემა:     აკაკი გელოვანის   „ ციყვის სტუმრები“

სწავლების საფეხური:   დაწყებითი საფეხური მე-2 კლასი

ინტეგრირებული საგნები:   ქართული, მათემატიკა

მონაწილეები: მოსწავლეთა რაოდენობა:   6 

განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი:   0



გაკვეთილის სასწავლო მიზნები 
(საგნების მიხედვით): 
      
ქართული ენა  -  ჯგუფური მუშაობის დანერგვით ილუსტრაციიდან შესაძლო შინაარსის გადმოცემა, კითხვა, მსჯელობა, საკუთარი აზრის გამოთქმა, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;

მათემატიკა - რაოდენობის გაორმაგება-განახევრება, ილუსტრაციაში გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, (შესწავლილი მასალის გამეორება).

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
 მისაღწევი შედეგი/ინდიკატორი:
    
ქართ. 4. მოსწავლე იყენებს კითხვის მარტივ სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
II.4.2. ცდილობს განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით.
II.4.6. ილუსტრაციის მიხედვით ამოიცნობს ტექსტის შესაძლო შინაარსს

ქართ. 6. მოსწავლე ამოიცნობს მარტივი ტექსტის ენობრივ - გრამატიკულ ნიშნებს.
     შედეგი თვალსაჩინოა თუ :
II.6.1. ხმამაღლა კითხვისას სწორად განსაზღვრავს წინადადების საზღვრებს ტექსტში, იცავს პაუზას.

მათ.II.3. მოსწავლე ასრულებს განახევრება - გაორმაგების მოქმედებებს და აკავშირებს მათ შეკრება - გამოკლებასთან.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
II.3.3. დაადგენს არის თუ არა მოცემული რაოდენობა მითითებული რაოდენობის ნახევარი\ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში

თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)

      აქტივობა 1.(3წთ.) 
გაკვეთილი ჩავატარე კომპიუტერულ კლას-კაბინეტში. მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად, პროექტორით გავაშუქე ციყვის სურათი და ვკითხე:
ა) რომელი ცხოველია გამოსახული სურათზე? - ციყვი
ბ) სად ცხოვრობს ციყვი?  -  ტყეში
გ) სად ბინადრობს?  -  ხის ფუღუროში

    აქტივობა 2. (8 წთ.) 
პროექტორით ვაჩვენე დასამუშავებელი ტექსტის ილუსტრაცია.
დავავალე ჯგუფებს:
ა) ილუსტრაციას სათაურის შერჩევა;
ბ) ზეპირი თხზულების შედგენა.
ჯგუფებმა წარმოადგინეს ზეპირი თხზულების შემდეგი ვერსიები.

I ჯგუფი
"ციყვი და თავისი შვილები"
ციყვმა შვილებს სუფთად და ლამაზად ჩააცვა. აჭამა და უთხრა: არ იცელქოთ, ჭკვიანად ითამაშეთო. შვილებმა დაუჯერეს. ბიჭი თამაშობს თვითმგორავით, გოგონები დედას ეხმარებიან თხილის გარჩევაში. დედაც მხიარული სახით უყვება ზღაპარს.ფანჯრიდან ყვავი იჭყიტება, ალბათ მათთან ყოფნა უნდა.
II ჯგუფი
"ციყვის საახალწლო საქმიანობა"
ციყვმა კარი ჩაკეტა. შეგროვილი თხილით სავსე კალათები გამოიტანა და შვილებს სთხოვა: მომეხმარეთ, გავარჩიოთ საახალწლო გოზინაყისთვისო. ბავშვებს გაუხარდათ. ბიჭმა სიხარულით თამაში დაიწყო. გოგონებმა კი დედას სთხოვეს, გვითხარი რას მოგვიმზადებ საახალწლოდო. დედა ტკბილეულსა და სოკოს შეჰპირდა.

    აქტივობა 3. (5 წთ.)   
ტექსტი წავიკითხე პაუზებით. ყოველი პაუზის შემდეგ ბავშვებმა წარმოადგინეს ტექსტის გაგრძელების საკუთარი ვარიანტი. 
შემდეგ პროექტორით გავაშუქე სრული ტექსტი, წავაკითხე მოსწავლეებს. ავხსენით ახალი სიტყვები კონტექსტის მიხედვით:
ა) ურდული - რკინის ან ხის კეტი, რომელსაც იყენებენ კარის შიგნიდან დასაკეტად (ვუჩვენებ ილუსტრაციაზე);
ბ) ჭუჭრუტანა - პატარა ხვრელი, ღია ადგილი კედელში ან კარში, საიდანაც გარეთ/შიგნით ყველაფერი მოჩანს;
გ) წაიდუდუნა - ჩუმი ხმით, ხმადაბლა გაურკვევლად თქვა.

    აქტივობა 4. (7წთ.) 
გავაშუქე ილუსტრაცია, ჯგუფებს დავურიგე თაბახის ფურცლები და დავავალე იმ გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური მოქმედებების ნიშნები ამოცნობა და დახატვა, რომელსაც ხედავდნენ ნახატზე და ვთხოვე, მიეთითებინათ, რომელ საგანს ამსგავსებენ. 

                     I ჯგუფი                                          II ჯგუფი

               

ერთ-ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ აღნიშნულ დავალებას შეასრულებდა კომპიუტერში. პრეზენტაცია გააკეთა ჯგუფის ერთმა წევრმა სურვილის მიხედვით. მოსწავლის მიერ კომპიუტერში შესრულებული დავალება პროექტორით გავაშუქე და ავუსხსენი, რომ ის სამუშაო, რაც ჯგუფებმა ფურცლებზე შეასრულეთ, შეიძლება კომპიუტერშიც შესრულდეს, ამასთანავე კომპიუტერის საშუალებით შესაძლებელია ერთმანეთსაც გაუგზავნოთ თქვენი საინტერესო ნახატები.

    აქტივობა 5.(2წთ.) 
მოსწავლეთა ყურადღება მივმართე ილუსტრაციაზე. დავავალე, დაესახელებინათ ილუსტრაციაში მოცემული რაოდენობები.

პროექტორით გავაშუქე მხოლოდ კალათები და ვკითხე:
როგორ ფიქრობთ სამივე კალათში ერთნაირი რაოდენობების თხილია? (გამოიკვეთა რომ კალათებში თხილის რაოდენობა სხვადასხვაა.) 

გავაშუქე სოკოებიც და დავავალე სოკოსა და თხილის რაოდენობების შედარება. (გამოიკვეთა, რომ თხილის რაოდენობა ბევრად არემატება სოკოს რაოდენობას.)

    აქტივობა 6. (8წთ.) 
პროექტორით გავაშუქე სოკოების რაოდენობა. 
ჯგუფებს დავურიგე ბარათები დავალებით:
I ჯგუფი:
დააკვირდით მოკლე თოკზე სოკოების რაოდენობას, დაითვალეთ, ჯერ გაანახევრეთ, შემდეგ კი გააორმაგეთ. ჩაწერეთ შესაბამისი ტოლობები.


II ჯგუფი: 
დააკვირდით გრძელ თოკზე სოკოების რაოდენობას, დაითვალეთ, ჯერ გაანახევრეთ, შემდეგ კი გააორმაგეთ. ჩაწერეთ შესაბამისი ტოლობები.

თითოეული  ჯგუფიდან ერთმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია.
საშინაო დავალება (2წთ.) 
მოიძიეთ მასალა ციყვზე: წიგნებიდან, ჟურნალებიდან, ინტერნეტში, უფროსების გადმოცემით და ჩაწერეთ რაც თქვენთვის საინტერესოა, სურვილის მიხედვით გააფორმეთ ციყვის ნახატით.
  
შეფასება 
(2წთ.)
სასწავლო შედეგი შევამოწმე ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვებით. შეფასებისას გამოვიყენე ინდივიდუალური და ჯგუფური განმავითარებელი კომენტარები. 


საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
კომპიუტერი, პროექტორი, სკანერი.
მე - 2 კლასის სახელმძღვანელო (ქართული -2 მაღლაკელიძე, ყურაშვილი) http://www.diaspora.gov.ge/files/2.%20safexuri%20-%20SAKVIRAO_MTLIANI_BOLO.pdf
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები.
  ინტერვიუ მოსწავლესთან 
(2წთ.)
მასწავლებელი: როგორი იყო დღევანდელი გაკვეთილი?
მოსწავლე: გაკვეთილი იყო საინტერესო. თურმე კომპიუტერითაც შეიძლება ხატვა. გარდა ამისა, გაკვეთილი სახალისოც იყო, რადგან ილუსტრაციები გამოვიდა დიდი, ლამაზი და თვალსაჩინო. უფრო ადვილად ვარჩევდით რაოდენობებს.
მასწავლებელი: რა სურვილი გაგიჩნდათ?
მოსწავლე: მსურს, ხშირად გვქონდეს ილუსტრირებული გაკვეთილები. 

суббота, 31 мая 2014 г.

პროექტი - "უცნაური საზომები"

თემის შინაარსი

თემატური საკითხები:


საგანთა და ობიექტთა შორის  წრფივი ზომების პოვნა, საჭირო საზომი ხელსაწყოები და სიგრძის საზომი სტანდარტული და არასტანდარტული ერთეულები

ძირითადი აქტივობები:

სტანდარტული საზომი ერთეულების გახსენება ჩამოთვლა;
მუყაოსაგან დაამზადებენ 1სმ, 1დმ, 1მ სიგრძის ზოლებს და გამოიყენებენ საზომ     
  ერთეულად;
პირველი ჯგუფი შეასრულებს საკლასო ოთახში საგნებისა და მანძილის გაზომვას 
  სტანდარტული საზომი ერთეულით( მეტრი, სანტიმეტრი, მილიმეტრი );
მეორე ჯგუფი შეასრულებს იგივეს გაზომვას ნაბიჯით, მტკაველით, ციდით, გოჯით;
ორივე ჯგუფი შეადგენს გაზომვების შედეგების ცხრილებს;
ჯგუფში მოსწავლეები ინდივიდუალურად დახატავენ საკუთარ მტკაველს, ციდას, 
 გოჯს, გაზომავენ სახაზავით, დააწერენ სახელს, შეადარებენ ერთმანეთს, აღმოაჩენენ   
 რომ სხვადასხვა სხეულის ნაწილები სხვადასხვა ზომისაა;
. ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი -ორ ობიექტს შორის გაზომავენ მანძილს ნაბიჯითა 
  და მეტრიანი ლენტით,

ნაბიჯით გაზომვის შედეგებს გამოსახავენ სტანდარტული საზომი ერთეულით,  დაადგენენ  არასტანდარტული საზომით გაზომვის დროს მოსალოდნელი უზუსტობის  მიახლოებით  მნიშვნელობას;
. მოახდენენ ყველა გაზომვის შედეგის რანჟირებას
. გააკეთებენ დასკვნას და დარწმუნდებიან განსაკუთრებულ სიტუაციებში 
  არასტანდარტული საზომებით გაზომვის აუცილებლობის საჭიროებებში;  
. ჯგუფებში  აზრთა შეჯერებით შექმნიან მცირე ზომის თხზულებას, სადაც 
  გამოიყენებენ არასტანდარტული საზომებით გაზომვის მაგალითებს.


საგანი
მათემატიკა, ქართული ენა, ბუნებისმეტყველება.

დონე/კლასი 
დაწყებითი საფეხური, მე-3 კლასი.

განხორციელების დროის ჩარჩო
სამი 45 წუთიანი გაკვეთილი

თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
მათ.|||.10.1- პოულობს საგნის წრფივ ზომებს არასტანდარტული ერთეულებით  (მაგ. მტკაველით), შემდეგ აფასებს მას სტანდარტული ერთეულების გამოყენებით; მსჯელობს სტანდარტული ერთეულების გამოყენების საჭიროების  შესახებ.

მათ.|||.10.2-ადარებს და აფასებს ობიექტთა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგ. გრძელი, მოკლე, ტოლი)

მათ.|||10. 3-ზომავს ფიგურათა გვერდებს სახაზავის გამოყენებით და აფიქსირებს გაზომვის შედეგს რომელიმე სტანდარტულ ერთეულებში.

ბუნ.|||.5-მანიპულირებს მარტივი ხელსაწყოებითა (სახაზავი, ლენტა) და საზომი ერთეულებით (სმ, დმ,მმ) მონაცემებს წარმოადგენს

ქართ.|||.11.2-სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნის საფუძველზე ქმნის მცირე ზომის თხზულებას.

ქართ.|||.9.5-ნაცნობი ტექსტისათვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ტექსტებს.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·    ნებისმიერ პირობებში საგნის წრფივი ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილის განსაზღვრა სტანდარტულ და არასტანდარტულ ერთეულებში;
·    ნებისმიერი სიგრძის, სიმაღლის, სიგანის საგნების ზომების დადგენა ზუსტ ზომებთან მიახლოებით;
·    მოსწავლეთა ზოგადინტელექტუალური უნარ-ჩვენების ჩამოყალიბება და საგნის შიდა ინტეგრალური კავშირების დამყარება.
·    ყველანაირი შესაძლებლობის მოსაწავლეთა ჩართულობა ჯგუფურ სამუშაოში;

·   კომუნიკაციური უნარჩვენების განვითარება;

მიმართულების მიმცემი საკვანძო 
შეკითხვები

ზოგადი კითხვა  
რატომ არის მნიშვნელოვანი სიზუსტე?

თემატური კითხვები

რა არის სტანდარტული და არასტანდარტული საზომი ერთეულები
რას ნიშნავს სტანდარტული საზომი ერთეულები?
რას ნიშნავს არასტანდარტული საზომი ერთეულები?
რა შემთხვევაში ვიყენებთ სტანდარტულ საზომ ერთეულებს?
რა შემთხვევაში ვიყენებთ არასტანდარტულ საზომ ერთეულებს?

შინაარსობრივი კითხვები
რა საზომი ერთეულები არსებობს მეტრულ სისტემაში? 
როგორ გამოიყენება საზომი ერთეულები რეალურ სამყაროში?
როგორ გვეხმარება არასტანდარტული საზომი ერთეულები პრობლემის გადაჭრაში?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო 

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე 
საბაზისო ცოდნის დამადასტურებელი ტესტების მომზადება ცხრილების, დიაგრამების,
ნახატების გამოყენებით

მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
მონიტორინგის ტესტის მომზადება, რომელიც მოიცავს უკვე შესწავლილი მასალის
ელემენტებს

პროექტზე მუშაობის  დასრულების შემდეგ
მონიტორინგის საბოლოო ტესტის მომზადება. მოსწავლეს დაევალება  რეზიუმეს
დაწერა, რომელიც  მოიცავს მოსწავლის დამოკიდებულებასა და შეფასებებს შესწავლილი
მასალის პრაქტიკაში გამოყენების კუთხით

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი 
მუშაობის სამივე ეტაპზე მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და გამოკვლევის მიზნით
ხდება ეტაპობრივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს გრაფიკულ, ილუსტრირებულ,
წერით სამუშაოებს, ასევე ჯგუფურ აქტივობებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს.
აღნიშნულის ანალიზის საფუძველზე ხდება მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განსაზღვრა.


სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
აღნიშნულ თემაზე მუშაობის დასაწყიში მოსწავლე უნდა ერკვეოდეს წრფივი ზომების
სტანდარტული ერთეულებით გაზომვაში, უნდა შეეძლოს როგორც ინდივიდუალური,
ისე ჯგუფური მუშაობა, უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოხატვა და შეფასება.
ფლობდეს წერის უნარებს.

სასწავლო პროცედურები
·         სტანდარტულ საზომ ერთეულებთან  დაკავშირებით კითხვა-პასუხი - მთელი კლასი;
·         საკლასო ოთახის სიგრძის , დაფის სიგრძის, მერხის სიგრძის გაზომვა საზომი ლენტითა და სახაზავით, მონაცემების მიხედვით ცხრილის შედგენა-პირველი ჯგუფი;
·         საკლასო ოთახის სიგრძის,დაფის სიგრძის, მერხის სიგრძსის გაზომვა -ნაბიჯით, მტკაველით, ციდით, გოჯით. მონაცემების მიხედვით ცხრილის შედგენა-მეორე ჯგუფი;
·         ინდივიდუალურად -დახატვა, გაზომვა (ნაბიჯის, მტკაველის, ციდის, გოჯის)
·         ბუნებაში ობიექტთა შორის მანძილების გაზომვა არასტანდარტული საზომით   და მათი შესაბამება ზუსტ ზომებთან;
·         რეზიუმეს მომზადება საჭიროების ა და აუცილებლობის შემთხვევაში არასტანდარტული საზომების გამოყენების შესახებ (რეზიუმე-თხზულება).

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები

მოსწავლემ მტკაველით უნდა გაზომოს თავის მიერ ამორჩეული  თანაკლასელი ბიჭისა
და გოგონას სიმარლე, დასახმარებლად მტკაველით გაზომვის ნიმუშს აჩვენებს ამხანაგეი
მაგიდის სიმაღლის გაზომვით. გამოიყენებს თაბახის ფურცელს, ფანქარს, სახაზავს.
შეფასების კომპონენტებს ვამარტივებ, მან უნდა შეძლოს  მტკაველით
გაზომვა,შედეგების ჩაწერა და შედარება. დასკვნის გაკეთება რომელი მაღალია.


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები

·        შესწავლილი მასალის სიღრმისეული ანალიზსა და საზომებს შორის ურთიერთდამოკიდებულების არგუმენტირებულ დასაბუთებას (რამდენად მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია არასტანდარტული საზომი ერთეულების ცოდნა, როგორ შეესაბამება ზუსტ ზომებს);
·    გაკვეთილის ხარისხის შეფასებას, (რამდენად საინტერესო იყო, რამდენად სახალისო იყო);
·    შესწავლილი საკითხის  შეფასებას (რამდენად საკმარისია, რამდენად გამოსაყენებელია, რამდენად აქტუალური და აუცილებელია).

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები 

ტექნოლოგია - ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო 
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)



 ფოტოკამერა

 კომპიუტერი (ები)

 ციფრული კამერა

 DVD ფლეიერი

 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი

 საბეჭდი მანქანა/პრინტერი

 პროექტორი

 სკანერი

 VCR, ვიდეო

 ვიდეოკამერა

ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.

ტელევიზორი

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )


მონაცემთა ბაზა/ცხრილები

საგამომცემლო      პროგრამები

ელფოსტის პროგრამა
 
ფოტო/სურათების დამუშავება

ინტერნეტძიება
მულტიმედია
ვებგვერდის შექმნა

ვორდის პროგრამა

ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

ბეჭდვითი რესურსები

სხვადასხვა ავტორის სასწავლო სახელმძღვანელოები, ენციკლოპედიები, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ძველი ებვიპტის, რომის, საბერძნეთისა და ანტიკური ხანის არქიტექტურის შესახებ.

ინტერნეტრესურსები

ინვენტარი/მასალები

ფერადი ფანქრები; დანაყოფებიანი ლენტა; რულეტი; ფორმის ქაღალდი, მუყაო

სხვა რესურსები

ბუნებაში მუშაობისას გამოყენებული იქნება სკოლის ეზოში არსებული 2 ობიექტი, პრეზენტაციებს დაესწრებიან დაწყებით კლასებისა და მათემატიკის კათედროს წევრი მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, ასევე რამოდენიმე მშობელი.


მოსწავლეთა შეფასების ტესტების ნიმუში დროის ჩარჩოს მიხედვით
I ეტაპი: საბაზისო ცოდნის შემოწმება მუშაობის დაწყებამდე

ავსებენ შემდეგ ცხრილს საკუთარი ცოდნის შესაბამისად:



II ეტაპი: ცოდნის შემოწმება მუშაობის პროცესში
  1.   დაურიგდებათ სტანდ. და არასტ. საზომი ერთეულის ნახატები არეულად და მათი სახელები გაბნეულად. მოსწავლეებმა უნდა შეუსაბამონ ნახატს შესაბამისი სახელი.                                                                                                                                                      
  2. დააჯგუფონ სტანდარტული და არასტანდარტული საზ, ერთეულები ცალცალკე შემდეგი სქემის მიხედვით.



 3 ამ ეტაპზე მიღბული ცოდნის ფარგლებში მოახდინონ  საზპმი ერთეულების რანჟირება ზომების მიხედვით





III ეტაპი: ცოდნის შემოწმება მუშაობის დასრულების შემდეგ 
  1. დახატონ საკუთარი მტკაველი, ციდა და გოჯი, ასევე გაზომონ საკუთარი ნაბიჯი და მკლავის სიგრძე. მიუწერონ შესაბამისი სტანდარტული ერთეულები                            
                                                                                           
  2. ბუნებაში ამოარჩიონ 2 ობიექტი და მათ შორის მანძილი გაზომონ როგორც სრსატანდარტული (ნაბიჯი), ისე სტანდარტული (საზომი ლენტი) საზომი ერთეულების გამოყენებით.                                                                                                                                                
  3.  შეადარონ ეს ზომები ერთმანეთა და დაადგინონ, რამდენად მიახლოებულია არასტანდარტული ზომები ზუსტ ზომებთან.                                                                                                                                   
  4. დაწერონ რეზიუმე, რა იცოდნენ, რა ისწავეს, რა უნდათ რომ ისწავლონ, რამდენად საჭირო იყო შსწავლილი მასალის ცოდნა და რა დენად პრაქტიკული გამოყენება ექნებ მათთვის ცხოვრებაში. მოსაზრება გაამყარონ შესაბამისი მაგალითებით. 


არასტანდარტული საზომი ერთეულები

1 საჟენი - 2,134 მეტრი

არშინი - 0,7112 მეტრი

1 გოჯი - 4,445 სანტიმეტრი

წყრთა - 51-52 სანტიმეტრი

ადლი - 2 წყრთა - 101,15 სანტიმეტრი

ეს არის დაახლოებითი მონაცემებივინაიდან ყველა კუთხეში განსხვავებულად იზომებოდა ზოგიერთი ერთეულის ზომა.

ადლი - სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოშიუდრიდა ორ წყრთას. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდანსაქართველოს რუსეთთანშეერთების შემდეგ რუსულმა არშინმა თანდათანობით შეზღუდა ადლის ხმარების სფეროადლიარშინთან ერთადიხმარებოდა მეტრული სისტემისშემოღებამდე.
დაახლოებით 101,15 სმ უდრიდა.

აღაჯი (თურქ.), მანძილის საზომი ერთეული ახლო აღმოსავლეთქვეყნებსა და
საქართველოში გვიანდელ შუა საუკუნეებშიაღაჯითურქული სიტყვაა და ხის ბოძს 
ნიშნავსთავდაპირველად იგი გზებზე დასმულ ბოძებს შორის მანძილს გამოხატავდა.
შემდეგ იგი დროზე დამყარებული საზომი გახდა და მხედრის მიერ ერთ საათში
გავლილ მანძილს უდრიდაამის გამო მისი ზომა სხვადასხვა დროს 5,7-6,7 კმ 
ფარგლებში მერყეობდააღაჯის პარალელურადიხმარებოდა ეჯი.

ბიჯისიგრძის საზომი ერთეული ფეოდალურ საქართველოში.შეადგენდა ორ ნაბიჯს.
მილიონის (მილისსაზომ სისტემაში ბიჯიდაახლოებით 1,4  უდრიდაგვიანდელი 
ბიჯი დაახლოებით 1,4 მუდრიდაგვიანდელი შუა საუკუნეების ბიჯი ზომით
გაუტოლდა ადლს.

გოჯეულისიგრძის ძველი საზომი საქართველოშიუდრიდა 2 გოჯს, 1/16 ადლს
(დაახლოებით 6,32 სმ). „გოჯეული არს ორივე ცერთგოჯები შეყრით სიგრძეზედ" (სულხან-საბა).

გოჯიმანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე.სიგრძის საზომი 
საქართველოში - 9 ხორბლის მარცვლის ტოლი(დაახლოებით 3,16 სმ). გოჯი ერთ-ერთი 
უძველესი სიგრძის საზომი ერთეულიაიგი მოხსენიებულია დაბადებისა და სახარების ქართულ თარგმანში.


ეჯიმანძილის საზომი ერთეული XII-XVIII საუკუნეების საქართველოშიუდრიდა 6-7,5 კმდავით ბატონიშვილისგანმარტებით ეჯი არის მანძილირომელსაც აქლემი ერთ
საათში გადის.

თითისიგრძის უძველესი საზომი საქართველოშინახსენებიადაბადების ქართულ
თარგმანშისაზომად ხშირად მოიხსენიება სამედიცინო ხასიათის ნაშრომებში
იხმარებოდა XVIII საუკუნის ჩათვლითჩვეულებრივაღნიშნავდა საშუალო 
ტანის ადამიანის შუათითის სიგანეს (დაახლოებით 2,1 სმ).

თოფიგარკვეული სიდიდის ქსოვილის ნაჭერი. XVIII საუკუნეშისაქართველოში
თოფით იზომებოდა ქსოვილითოფის სიდიდე იყო8-10 ადლი (დაახლოებით 8-10 ).

მანძილი (არაბმანზილ — სადგურიგაჩერება), მანძილის საზომიერთეული XVIII 
საუკუნის საქართველოშიშემოვიდა ირანიდან,უდრიდა 15,5 კმ.

მილიონიმანძილის საზომი ერთული ბიზანტიაშირომელიც შეესაბამებოდა რომაულ
მილსგავრცელებული იყო საქართველოშიცსავარაუდოა  IV- VI საუკუნეებიდან
წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდანიყენებდნენ XIII საუკუნემდეშეადგენდა
ფარსანგის 1/3- (1,386 კმ).

მტკაველისიგრძის საზომი ერთეული საქართველოში XIX საუკუნამდესიგრძე
გაშლილ ცერსა და ნეკს შორის უდრიდა 2ციდას - 25,3 სმ.





პერიმეტრის გამოთვლა

გამოთვალეთ ქვემოთ წარმოდგენილი საგნების პერიმეტრი(გვერდების სიგრძეთა ჯამი). დახატეთ საგანი. დაამრგვალეთ თითოეული გვერდის სიგრძე სანტიმეტრებში და მიეცით დასახელება. დაიანგარიშეთ პერიმეტრი.




ამოცანები






პროექტის პროშურა